საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს - "უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან"
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის, სამთო გიდის ნიკოლოზ ფალიანის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მათ უშბაზე მყოფი 4 ადამიანიდან, სამის გადარჩენა შეძლეს.
“სააგენტოში შესული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.
უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.