საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 10:11 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა 3.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.