"ჩვენს თანამედროვე ეპოქაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს მოვუფრთხილდეთ ოჯახის სიწმინდეს" - მეუფე შიო
თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, ჩვენ მეტად გვმართებს, რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიაში ქადაგების დროს განაცხადა.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ოჯახში, ქორწინებაში ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი ეკლესიის. მისივე თქმით, მეუღლეებს ეძლევათ ქორწინების, ჯვრისწერის დროს მადლი, რომ თავიანთი ერთობა წარმართონ სიყვარულით, იყვნენ „ერთ ხორც და ერთ სულ“.