"ვის გვერდითაც არ უნდა დადგეს კობახიძე 27 წამის განმავლობაში, მაინც 27 პარასკევიც არ აქვს დარჩენილი ხელისუფლებაში" - ნიკა გვარამია
"ვის გვერდითაც არ უნდა დადგეს კობახიძე 27 წამის განმავლობაში, მაინც 27 პარასკევიც არ აქვს დარჩენილი ხელისუფლებაში" - ამის შესახებ - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.
სამიტის მონაწილე ლიდერებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მასპინძლობს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრებს მთავარ გზავნილებზე, რაც ქვეყნის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.