loader

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დირექტორატის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე თორნიკე გოგუაძისთვის სასჯელის (დაუსწრებლად) მისასჯელად. იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სასამართლომ გოგუაძეს (დაუსწრებლად) 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, გოგუაძე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ძალოვანი სტრუქტურებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.