loader

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა - რას წერს მედია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა - რას წერს მედია?

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა, - ინფორმაციას CNN-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლაპარაკებები თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრის დროს კიევის წარმომადგენლები რუსეთის დელეგაციასთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობდნენ.

უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს - კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.

შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.