loader

ალაზნის მიმდებარედ, გზა ჩაინგრა და მანქანა მდინარეში გადავარდა - რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალაზნის მიმდებარედ, გზა ჩაინგრა და მანქანა მდინარეში გადავარდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

გურ­ჯა­ა­ნი-ლა­გო­დე­ხის გზა­ზე, მდი­ნა­რე ალაზ­ნის მიმ­დე­ბა­რედ, გზა ჩა­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა მან­ქა­ნი­დან დრო­უ­ლად გად­მოს­ვლა მო­ა­ხერ­ხა.

ცნობისთვის, გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ადიდებულმა მდინარემ დროებითი შემოვლითი გზა დააზიანა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ადიდებულმა მდინარემ დროებითი შემოვლითი გზა დააზიანა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა" - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.