loader

"ირაკლი დგებუაძეს გარეგნულად, სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა" - სამედიცინო ექსპერტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირაკლი დგებუაძეს გარეგნულად, სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა" - სამედიცინო ექსპერტი

სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის - იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა [ირაკლი დგებუაძეს] სიწითლე, არ მახსოვს. რომც ყოფილიყო, არა მგონია, რომ მიმეთითებინა დასკვნაში, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, - ამის შესახებ აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტმა, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომელიც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება.

მისივე თქმით, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო -სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.