"საუბარი გვექნება მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ძირეულ ეროვნულ ინტერესებს" - ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შესახებ
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ალბანეთში, სადაც პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.