"ხელი არ მომკიდო, რანაირად ურტყამ ხელს?" - ხმაური და შეხლა-შემოხლა სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაურია.
თავდაპირველად, ხმაური ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას სხდომაზე დაგვიანებით არ შეშვებას მოჰყვა. აღნიშნული გააპროტესტეს როგორც ბრალდებულ ნიკუშა კაციას, ასევე დანარჩენი ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და თავად ბრალდებულებმა.აღნიშნულს მანდატურის თანამშრომლებსა და სასამართლო შენობაში მყოფი პირების შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მათ ეს პირები სასამართლო შენობიდან გაიყვანეს. ამ წუთას სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობს.
დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა ნიკუშა კაციას დედა. სხდომათა დარბაზიდან ბრალდებული სასამართლოს თანამშრომლებს მიმართავდა, რომ დედამისს არ მიახლოებოდნენ.
ვიდეო: "მთავარი"