loader

"ევროვიზიაზე" გოგოც ულამაზესი იყო, შესრულებაც მართლა შესანიშნავი, უბრალოდ, ის არ არის ევროპული საქართველოს წარმომადგენელი" - როგორ ეხმაურებიან ცნობილები მარიამ შენგელიას "ევროვიზიაზე" გამოსვლას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროვიზიაზე" გოგოც ულამაზესი იყო, შესრულებაც მართლა შესანიშნავი, უბრალოდ, ის არ არის ევროპული საქართველოს წარმომადგენელი" - როგორ ეხმაურებიან ცნობილები მარიამ შენგელიას "ევროვიზიაზე" გამოსვლას?

სა­ქარ­თვე­ლო Eurovision 2025-ს გა­მო­ე­თი­შა. ხმის მი­ცე­მის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში და­ას­რუ­ლა და ფი­ნალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებს.

სა­ქარ­თვე­ლო და მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რი­ამ შენ­გე­ლია სიმ­ღე­რით Freedom, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე მე­ა­თე ნომ­რად წარ­სდგა.

"ბრა­ვო რე­კორ­დის" დამ­ფუძ­ნე­ბ­ლის ზაზა შენ­გე­ლიას თქმით, "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სი ყვე­ლა­ზე უსარ­გებ­ლო, უავ­ტო­რი­ტე­ტო, დის­კრე­დი­ტი­რე­ბულ და უსა­მარ­თლო სა­ტე­ლე­ვი­ზიო მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სად იქცა, მარიამ შენგელიამ კი სიმღერა ძა­ლი­ან ბრუ­ტა­ლუ­რად და ემო­ცი­უ­რად შე­ას­რუ­ლა.

"იმი­ტომ არა, რომ შენ­გე­ლი­აა და თან გა­რეგ­ნუ­ლა­დაც მა­გა­რი გო­გოა… ძა­ლი­ან ბრუ­ტა­ლუ­რად და ემო­ცი­უ­რად შე­ას­რუ­ლა… კა­ლათ­ბურ­თე­ლი მა­ღალ ნახ­ტომ­ში ბურთს კა­ლათ­ში ეფექ­ტუ­რად რომ ჩა­ტე­ნის, ისე… ბრა­ვო მარიამ შენგელია.

P.S. სულ ამას ვამ­ბობ­დი და დღე­საც ხაზ­გას­მით გა­ვი­მე­ო­რებ - უვარ­გი­სი ხმის მი­ცე­მის სის­ტე­მის გამო, "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სი ყვე­ლა­ზე ბანძ, უსარ­გებ­ლო, უავ­ტო­რი­ტე­ტო, დის­კრე­დი­ტი­რე­ბულ და უსა­მარ­თლო სა­ტე­ლე­ვი­ზიო მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სად იქცა და ზუს­ტად ამის შე­დე­გია, რომ ბოლო 40-45 წლის მან­ძილ­ზე, "ევ­რო­ვი­ზი­ის" ვერ­ცერ­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ იკ­ვლევს გზას და ვერ იმ­კვიდ­რებს ად­გილს მსოფ­ლი­ოს დიდ მუ­სი­კა­ლურ სცე­ნებ­ზე და სამ­წუ­ხა­როდ ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ცნო­ბა­დო­ბის მქო­ნე მძი­მე­წო­ნი­ა­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რე­ბის­გან შემ­დგა­რი ჟი­უ­რი არ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს vs სა­მე­ზობ­ლო-პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბის კენ­ჭისყ­რი­სა და რაც მთა­ვა­რია, სა­ნამ ეს კონ­კურ­სი რო­მე­ლი­მე მე­ი­ჯო­რი რე­ქორდ ლე­იბ­ლის (Sony, Warner, Universal) ეგი­დის ქვეშ არ მო­ექ­ცე­ვა… ძა­ლი­ან ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია და სამ­წუ­ხა­რო" - წერს შენ­გე­ლია.

მომ­ღე­რა­ლი მაია დარსმე­ლი­ძე კი წერს, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის გა­მოს­ვლა შესანიშნავი იყო, თუმცა, მისი განმარტებით, მარიამ შენგელია არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი, ძლი­ე­რი და ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

"ობი­ექ­ტუ­რად: "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გო­გოც ("ჩვენს გო­გოს" ვერ ვწერ, რად­გან ჩვე­ნი არა - "ქო­ცე­ბი­საა", სამ­წუ­ხა­როდ) ხოდა, გო­გოც ულა­მა­ზე­სი იყო, შეს­რუ­ლე­ბაც მარ­თლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი. უბ­რა­ლოდ, ის არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი, ძლი­ე­რი და ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.. რუ­სულ ჭა­ობ­ში ჩა­ძი­რუ­ლი "მშვი­დო­ბი­ა­ნი" სა­ქო­ცე­თი კი წიხლზე კი­დია და სუ­ლერ­თი ეკი**ბა მხო­ლოდ "ევ­რო­ვი­ზი­ას" კი არა - სრუ­ლი­ად ცი­ვი­ლი­ზე­ბულ გლო­ბუსს" - წერს დარსმე­ლი­ძე.

ნანუკა ჟორჟოლიანმა თეთრ დროშასთან დაკავშირებით გამოთქვა პრეტენზია, თუმცა, მოგვიანებით პოსტი წაშა და დაწერა, რომ შეცვლილი კანონით, სცენაზე დროშის გატანა აკრძალულია.

"ეკითხებიან რა არის მისთვის მთავარი. პასუხობს:

1. ფული 2. წარმატება, 3. ჯანმრთელობა.

ეს რომ აქამდე მენახა, ამ ლამაზი და ნიჭიერი გოგოსგან "ქოცობა" ხომ არ მეწყინებოდა.

წელს "ევროვიზიის" შეცვლილი კანონით დროშის გატანა სცენაზე აკრძალული ყოფილა და ამიტომ წინა პოსტი წავშალე" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.