როგორ ეხმაურებიან ცნობილები ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას?
სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა გამოხმაურება პოლიტიკოსების მხრიდან:
"ირაკლი ოქრუაშვილმა თეა წულუკიანის "ხუშტურის" 20 ათასი ლარი არ გადაიხადა.გაურკვეველი გირაო, რის გამოც რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.
როგორც მოქალაქე მადლობას ვუხდი მას სწორი და პრინციპული პოზიციისთვის.
რა ჯარიმა, რა გირაო. რისთვის? რა საგამოძიებო კომისია, რომელიც სანახაობაა მხოლოდ.
თუ ყველა პოლიტიკოსი აჩვენებს იგივე ძალას და ერთ ადგილს, იქნებ საბანი აქეთ გადმოიწიოს." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც:
"სრულმასშტაბიანი პოლიტიკური რეპრესიები დაანონსდა:
ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს წულუკიანის “კომისიაზე” არმისვლის გამო!" - დაწერა გვარამიამ.
განცხადებას ავრცელებს ალეკო ელისაშვილიც:
"ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ ფაქტია რომ მაგარი ვაჟკაცი ბიჭია. უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში ვიყავით და ერთ შენობაში რამდენიმე კვირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბრძოლო დავალებაზე რომ გავიდა მისი ჯგუფი. ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია.
გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება ეგ ვიცი ზუსტად, ქვეყანა კიდე ჩრდილო კორეისკენ მიექანება ფაქტია" - წერს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის,სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.