ექსპრომტად შესრულებული აჭარული, თათია კენჭიაშვილის მოულოდნელი ცეკვა სცენაზე - როგორ დასრულდა „საქართველოს ბულბულის“ კონცერტი ბათუმში
დათო კენჭიაშვილის მასშტაბური ტურნე, რომლის ფარგლებშიც მომღერალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევა - დაიწყო!
პირველი გაჩერება - ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრი გახლდათ. სადაც 7 მაისს ქართული ფოლკლორის ვარსკვლავის მოსასმენად აჭარელი მსმენელი შეიკრიბა.
კონცერტი 2 საათს გაგრძელდა, „საქართველოს ბულბულმა“ ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი, ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა, რომელსაც დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვებოდა.
განსაკუთრებული აღფრთოვანება მოჰყვა ფინალში, სრულიად ექსპრომტად შესრულებულ აჭარულ სიმღერას. დარბაზის ატმოსფერო წამში შეიცვალა — მსმენელი ფეხზე ადგა, ხოლო დათოს და ბენდს ცეკვით შეუერთდა მომღერლის და, თათია კენჭიაშვილი.
იმპროვიზაცია, რომელიც გულიდან მოდიოდა და იმ ხალხს ეძღვნებოდა, ვინც ამ დღისთვის დათოს მოსასმენად ბათუმის საზაფხულო თეატრში შეიკრიბა, ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობა იყო.