რას წერს ლევან ზოიძე სოციალურ ქსელში ქობულეთის მერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ?
ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა.
ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.
მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი "ქართულ ოცნებას" და რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად" - წერს ლევან ზოიძე.
ცნობისთვის, ლევან ზოიძე ქობულეთის მერის პოზიციაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.
ამასთან, გუშინ თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმაც.