"ამის შესახებ არ ვიცოდით, ახლა გავიგეთ და ზომებს მივმართავთ" - რას ამბობს ოჯახის ახლობელი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავარიაზე, რომლის დროსაც მანქანა მტკვარში გადავარდა და 3 ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ
თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მტკვარში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძებენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, მანქანაში თავდაპირველად 4 პირი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 1 პირის გამოყვანა შეძლეს.
„ვისაც ეძებენ, სამივე 20-დან 25 წლამდე ასაკის არის. ორი გადმოხტა და ერთის გადარჩენა შეძლეს, მეორე წყალმა წაიღო”, - აღნიშნავენ თვითმხილველები.
მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.