ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა
ქობულეთის მერი ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობაში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, ლევან ზოიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ცნობისთვის, ლევან ზოიძე ქობულეთის მერის პოზიციაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.
ამასთან, გუშინ თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმაც.