"ის მეორე რა ჯანდაბაა, მაგის დედა მო...! ამით კაცს ვერ მოკლავ" - ვრცელდება ფარულად გადაღებული კადრები
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე ამავე დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ კვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე - 1997 წელს დაბადებულმა ქ.გ. -მ, 1998 წელს დაბადებულმა ე.ბ.-მ, 2001 წელს დაბადებულმა ბ.ე.-მ, 2004 წელს დაბადებულმა ბ.კ.-მ და 1998 წელს დაბადებულმა მ.ს.-მ დააკავეს.დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.