"არ გაქვთ უფლება, რომ მე ვინ დამკითხავს და როდის დამიბარებს მე პასუხი ჩაგაბაროთ" - რას პასუხობს გიორგი შინჯიკაშვილის მამა "TV პირველის" შეკითხვებს
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ტელეკომპანიის ჟურნალისტ, მარიამ მაკასარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც მელაძე სოციალურ ქსელში წერს, შინჯიკაშვილმა მაკასარაშვილს ასევე, მობილური ტელეფონი წაართვა და სატელევიზიო კამერა გაიტაცა.