loader

"ვემზადები ოპერაციისთვის... რასაც მეტყვიან, იმისთვის უნდა მოვიკრიბო ყველა ძალა და გავაგრძელო ეს რთული ბრძოლა" - ხათუნა სამნიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვემზადები ოპერაციისთვის... რასაც მეტყვიან, იმისთვის უნდა მოვიკრიბო ყველა ძალა და გავაგრძელო ეს რთული ბრძოლა" - ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"დღეს ქიმიოთერაპიის მეორე გადასხმაა კი, ოპერაციისთვის განწყობილი, თქვენი დახმარებით ფრთებშესხმული, მოსალოდნელით ცოტა შეშინებული, მაგრამ მაინც უშიშარი მოვედი და ჯერ ქიმიოთორეპიაო (მაგრამ რამდენიმე სულო)! და რა თქმა უნდა, რასაც მეტყვიან, იმისთვის უნდა მოვიკრიბო ყველა ძალა და გავაგრძელო ეს რთული ბრძოლა.

ჰოდა, ჩემო ძალიან ძვირფასო ადამიანებო, გულშემატკივრებო, საყვარელო მეგობრებო, ვემზადები ოპერაციისთვის - ჯერ ქიმიოთერაპია ასე მეტი ძალაც გექნება და საჭირო ენერგია შემდგომი რეაბილიტაციისთვისო თუმცა, რთული რომაა და უნდა გავუძლო, ამაში ყველა თქვენგანის გამოგზავნილი უდიდესი სიყვარული და ენერგიები მეხმარება სასწაული ხომ მოახდინეთ და აქ ვარ, ამხელა ძალა ხომ მომეცით ბრძოლისთვის, რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ ჩემს უმაგრეს ექიმებთან ერთად და კარგი ამბებით გაგახარებთ უნდა მოვიგო ეს ომი" - წერს სამნიძე.