loader

იმპროვიზაცია, ანშლაგი დარბაზში და ემოციების ზღვა: დათო კენჭიაშვილის ტურნე ბათუმში კონცერტით დაიწყო! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმპროვიზაცია, ანშლაგი დარბაზში და ემოციების ზღვა: დათო კენჭიაშვილის ტურნე ბათუმში კონცერტით დაიწყო!

გამორჩეული მომენტები დათო კენჭიაშვილის კონცერტიდან.

7 მაისს, ბათუმის კულტურის ცენტრში დათო კენჭიაშვილის ტურნე ოფიციალურად დაიწყო. ორსაათიანი კონცერტი ყველასათვის კარგად ნაცნობ ძველ, ახალ სიმღერებსა და დაუვიწყარ იმპროვიზაციებს აერთიანებდა. „საქართველოს ბულბულის“ შესრულებულ თითოეულ სიმღერას მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა. კონცერტი კი აჭარული კომპოზიციის სპონტანურად შესრულებამ დააგვირგვინა, რამაც განსაკუთრებით გაახარა აჭარელი მსმენელი.