მკვლელობა პირდაპირ ეთერში: რა ჩანს ვიდეოში, რომელიც მკვლელობის მომენტშია გადაღებული? - მექსიკაში, მერობის კანდიდატი და მისი 3 მხარდამჭერი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მოკლეს
მექსიკის ვერკრუსის შტატში საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, მერობის კანდიდატი იესენია ლარა გუტიერესი და მისი სამი მხარდამჭერი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შემთხვევა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა Facebook-ზე, სადაც მერობის კანდიდატი მოსახლეობას ხვდებოდა. ვიდეოში დაახლოებით 20 გასროლის ხმა ისმის.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მოტივის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. პრეზიდენტის თქმით, მთავრობა ვერაკრუსის შტატის ოფიციალურ პირებთან კოორდინაციაშია და საჭიროების შემთხვევაში ფედერალურ მხარდაჭერას სთავაზობს.