"მე თურქეთში ვიქნები, იმედი მაქვს რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ - უკრაინაში ყველანი ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის იდეას, ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ მხარს უჭერს და უკრაინა ამისთვის მზად არის.
„პრეზიდენტი ტრამპის განცხადება ახლახან მოვისმინე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. შეხვედრისთვის მზადყოფნა ღიად გამოვხატე. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ. ჩვენ უკრაინაში ყველანი ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი თურქეთში შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყოს. ეს იდეა მართებულია. ბევრი რამის შევლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია, რომ მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლოს. მადლობა ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის პოტენციური შეხვედრისთვის თურქეთში ჩავიდეს.
„იქ გაფრენაზე ვფიქრობდი. შეხვედრის დროს სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.