"იქ გაფრენაზე ვფიქრობდი, ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ სასარგებლო იქნება - მჯერა, ორივე ლიდერი იქ იქნება" - დონალდ ტრამპი თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა ხუთშაბათს რუსეთ-უკრაინის შეხვედრისთვის სტამბოლში ჩავიდეს.
„იქ გაფრენაზე ვფიქრობდი. შეხვედრის დროს სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პოტენციური შეხვედრისთვის თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესანიშნავი მასპინძელი იქნება.
„ვფიქრობ, რომ კარგი შეხვედრის პოტენციალი გვაქვს. ეს შეხვედრა არ შედგებოდა მე რომ დაჟინებით არ მომეთხოვა. შესაძლოა, შეხვედრამ კარგი შედეგი გამოიღოს და მჯერა, რომ ორივე ლიდერი იქ იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.