"ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ" - „ტვ პირველი“
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც, არხის ცნობით, ყოფილი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ.
ტელეკომპანიის განმარტებით, მარიამ მაკასარაშვილს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი, ასევე წვა აღენიშნება.
ცნობისთვის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.
ვიდეო: "Tv პირველი"