loader

სამართალდამცველებმა კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ს. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის, ასე­ვე, მის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს კან­ფე­ტის ქა­ღალ­დებ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­თა­დო­ნი“.

ბრალ­დე­ბუ­ლის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად, ასე­ვე, ამო­ი­ღო ელექტრო სას­წო­რე­ბი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­ფა­სო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 19- 260-ე ტერ­ცია მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.