"კვლავ სამარცხვინო ამბავი მომხდარა..." - ნიკა გვარამია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ–ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერების გამოფენის გამო მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
"კვლავ სამარცხვინო ამბავი მომხდარა: გუშინდელ ბანერების დახევის იდიოტიზმს დღევანდელი იდიოტიზმით უპასუხეს ბანერდახეულებმა.
უპასუხისმგებლო და არასერიოზული ამბავია, და ძალიან სამწუხარო. მით უფრო, იმ ფონზე, რომ ყველას ერთად სამშობლოს დაგვახევენ (ორივე მნიშვნელობით) "ქოცები", - წერს ნიკა გვარამია.