“ჰამასი” აცხადებს, რომ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობის ფარგლებში, აშშ-ისრაელის მოქალაქეს, მძევალ ედან ალექსანდერს გაათავისუფლებს
BBC-ის ინფორმაციით, “ჰამასი” აცხადებს, რომ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობის ფარგლებში, აშშ-ისრაელის მოქალაქეს, მძევალ ედან ალექსანდერს გაათავისუფლებს.
როგორც გამოცემა წერს, გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის წინ მიიღეს, რომელიც 13 მაისსაა დაგეგმილი.
„ჰამასმა“ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესახებ შეთანხმების ხელშეწყობაცაა.
ედან ალექსანდერის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა და ამას „მონუმენტალური ამბავი“ და „კეთილი ნებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
„ჰამასმა“ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. 59 ადამიანი დღემდე ტყვეობაში იმყოფება, რომელთაგან 24, სავარაუდოდ, ცოცხალია.