ხელისუფლების ოპონენტები, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დამოუკიდებლობის დღეს, აქციის ჩატარებას გეგმავენ
2 კვირა 26 მაისის საპროტესტო აქციამდე - ხელისუფლების ოპონენტები, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დამოუკიდებლობის დღეს, აქციის ჩატარებას გეგმავენ.
დამოუკიდებლობის დაცვა და ევროპული მომავლისადმი ერთგულება - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, დაგეგმილი აქცია ამ გზავნილებზე დგას.
მათი თქმით, 26 მაისს, “ქართული ოცნება” და დასავლელი პარტნიორები ქართველების პროდასავლურ განწყობას კიდევ ერთხელ დაინახავენ.
საპროტესტო აქციის პარალელურად, ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების უცვლელ ფორმატში ჩატარებას გეგმავს.