“ძალიან რთულია..." - ყაზბეგში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მოკლულის მეუღლე პირველად საუბრობს
ყაზბეგში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მოკლულის მეუღლე პირველად საუბრობს.
მართლა მთის შვილი იყო, ყველაზე მეტად თავისი კუთხე უყვარდა და ხევი. ერთი სული ჰქონდა ამინდი გამოსულიყო, რომ სულ იყურებოდა მთაში. სულ მიდიოდა... დილით წავიდა, სანთლები და შეღებილი წითელი კვერცხები წაიღო. ტაძარში წავიდა, სალოცავია იქ ყაზბეგში... წავიდა და წავიდა...
ნათესავი გოგონა მოვიდა და ჩქარა, ჩაიცვი, საავადმყოფოში ჰყავდათ უკვე მოყვანილი. გია ცუდად არის და წამოდიო.
მართლა რომ იტყვიან, ვარდისფერი სათვალით და დავდიოდი და ასე ვცხოვრობდი, იმიტომ რომ გია მყავდა ზურგი. მარტო ჩვენი ოჯახის და შვილების იმედი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანის იმედი იყო,“ - აცხადებს ნინო კასრაძე “რუსთავი 2“-თან საუბარში.