loader

ბათუმის აეროპორტში, თვითმფრინავი ძლიერი ქარის გამო, ვერ ჯდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის აეროპორტში, თვითმფრინავი ძლიერი ქარის გამო, ვერ ჯდება

ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად, პრობლემები შეიქმნა. ცალკეულ ქუჩებსა და პარკებში ხეები დაზიანდა. ძლიერი ქარის გამო, ქალაქის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა. უამინდობის გამო, სტაბული-ბათუმის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ერთ-ერთი საერთაშორისო რეისი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა.