ცნობილია, გლდანში ავარიის დროს დაღუპული კურიერის ვინაობა -"ჩემი შაკო აღარ გვყავს"
გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოპედს შეეჯახა. დაიღუპა კურიერი, რომელიც მოპედს მართავდა.
გარდაცვლილია 31 წლის შაკო შარაბიძე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილს არასრულწლოვნები მართავდნენ.
გარდაცვლილ კურიერს მეგობრები ემშვიდობებიან:
"ჩემი შაკო აღარ გვყავს.
3 წლის წინ გავიცანი, მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი, მაგრამ ვინც იცნობდით, ყველამ იცით როგორი იყო ჩვენი შაკო.
მისი იუმორი, მისი ადამიანობა, მისი ავ-კარგიანობა".