რა ქონება ფლობს და როგორია რომის ახალი პაპის ხელფასი
The Economic Times წერს, რომ რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის რწმენისა და ლიდერობის გარდა, მისმა ფინანსებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ლეო XIV, წინამორბედ პაპ ფრანცისკეს მსგავსად, მარტივი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას და ფული, ზოგადად, პაპობის მამოძრავებელი ძალა არ არის.
მართალია, რობერტ ფრანცის პრევოსტის ამჟამინდელი სუფთა ქონება უცნობია, მაგრამ, გამოცემა Merca20-ის თანახმად, კარდინალობის დროს ის ყოველთვიურად 4000-დან 5000 ევრომდე ხელფასს იღებდა.
თუმცა ამჯერად პაპი ლეო XIV, კარდინალობისგან განსხვავებით, უზენაესი პონტიფიკოსის თანამდებობისთვის ტრადიციულ ხელფასს ვერ აიღებს, რადგან ვატიკანი სტიპენდიებისა და დანამატების მეშვეობით მის ყველა საჭიროებას ფარავს, როგორიც არის ტანსაცმელი, საკვები, სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტირება და სხვ.
ზოგადად, რომის პაპისთვის მრავალი რესურსი არის ხელმისაწვდომი. გამოცემის თანახმად, პაპებს, როგორც ავტომობილებზე, ასევე, მათ სიტუაციასთან დაკავშირებულ სხვა შეღავათებზე აქვთ წვდომა. განაგრძეთ კითხვა