loader

თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარშები ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარშები ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრნენ

„რესპუბლიკის მოედნიდან“ და მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს. მსვლელობა დაიწყო. მარჯანიშვილის მოედნიდან მსვლელობაში მონაწილეობენ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.

„რესპუბლიკის მოედნიდან“ „ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარშში მონაწილეობენ: „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის მწერლები, გამომცემლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები.

მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია!”. ასევე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მათი განცხადებით, საქართველოს განვითარების პერსპექტივა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და დასავლური ინტეგრაციის პირობებში.

ასევე აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები, რომლებზეც მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების სახელები და გვარებია აღნიშნული.

„რესპუბლიკის მოედნიდან“ წამოსულ მარშს მარჯვენა სანაპიროსთან შეუერთდება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარში.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ. 19:00 საათზე კი ევროპის მოედანზე აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება.