loader

"26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს - სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ, ალეკო ელისაშვილისგან -"ფეხი არ დაუცდეთ", ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს - სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ, ალეკო ელისაშვილისგან -"ფეხი არ დაუცდეთ", ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება" - ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „26 მაისს ჩაიბარებენ“.

კობახიძე სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ „ფეხი არ დაუცდეთ“.

„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ“, - განაცხადა კობახიძემ.