"რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?
ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მოგება გარდაუვალია.
„ბუნებრივია, [თვითმმართველობის არჩევნებზე] ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი. ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს არის გარდაუვალი. ყველა ხედავთ, როგორა მმართველი პარტიის რეიტინგი, როგორია ოპოზიციური პარტიების რეიტინგები, შესაბამისად, ვერაფერი დაუდგება წინ ამ შედეგის მიღწევას“, -განაცხადა კობახიძემ.