loader

"ვინც ამ უნიჭო პროპაგანდას აყვა სწორედ ეს სასქესო ორგანო დაგანახათ" - რას წერს დათა თავაძის მამა სპექტაკლზე, რომელსაც სკანდალი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც ამ უნიჭო პროპაგანდას აყვა სწორედ ეს სასქესო ორგანო დაგანახათ" - რას წერს დათა თავაძის მამა სპექტაკლზე, რომელსაც სკანდალი მოჰყვა

ბოლო დღე­ე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცხა­რე დე­ბა­ტე­ბია გა­მარ­თუ­ლი რე­ჟი­სორ დათა თა­ვა­ძის ავან­გარ­დულ სპექ­ტაკლ "ლი­ბერ­ტეს" გარ­შე­მო. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა 2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში“ გა­ი­მარ­თა და მას შემ­დეგ, ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნა­ზე ანშლა­გია. "ლი­ბერ­ტეს“ ანონსში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ სპექ­ტაკლზე 18 წლამ­დე პი­რე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან და ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია გა­და­ღე­ბა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპექ­ტაკ­ლი­დან ერ­თწუ­თი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი გავ­რცელ­და.

წარ­მოდ­გე­ნამ კრი­ტი­კოს­თა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა - ერ­თნი ლგბტ პრო­პა­გან­და­სა და რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ, ზოგი კი დამ­დგმე­ლი ჯგუ­ფის მცდე­ლო­ბას მი­ე­სალ­მა, ჩას­წვდო­მო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის, იდენ­ტო­ბის, მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის რთულ ლა­ბი­რინ­თებს.

სა­ნამ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში გრძელ­დე­ბა, რე­ჟი­სო­რის მამა, მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ნიკა თა­ვა­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩვენ არაფერი გვაქვს დაფარული.ჩვენი სპექტაკლი მაყურებლისთვისაა და ეს თავიდანვე გაცხადებულია. სპექტაკლი უკვე ნიშნავს, რომ ის ღია პროცესია და დამალვას და მიჩქმალვას კი არა ღია სანახაობას და უკეთეს შემთხვევაში დისკუსიასაც ემსახურება. დისკუსია, რომელიც ასე აკლია დღეს საზოგადოებას. ძალიან მახარებს ის პროცესი, როდესაც სპექტაკლის ნახვის შემდეგ სხვადასხვა აზრს ვისმენთ და ვთვლით, რომ ეს ჯანსაღი პროცესია და შესაძლებელია ამან მეტი სარგებელი მოუტანოს, როგორც თეატრს ასევე სამუშაო პროცესს. სპექტაკლი ეს მაყურებელთა ერთ სივრცეში ყოფნის ხელოვნებაა და გარკვეული დროის განმავლობაში, ამ სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრის მთლიანი აღქმა - და არა მიქელანჯელოს დავითის მხოლოდ სასქესო ორგანოს ჩვენება და დანარჩენის მიჩქმალვა. ვინც ამ უნიჭო პროპაგანდას აყვა სწორედ ეს სასქესო ორგანო დაგანახათ - მთლიანი კონტექსტიდან ამოჭრილი და მასზე ფოკუსირებული. უყურებთ მას და ფიქრობთ, რომ სხვა კიდევ რისი დანახვა უნდა გვინდოდეს, ისედაც გასაგებია რა საზიზღრობაც იქნებაო.დიახ, თუ ასე გსურთ ამაში ვერავინ შეგეცილებათ და მსოფლიო შედევრად მიჩნეულს სხვა ალტერნატივასაც არ დაუტოვებთ, რადგან ეს მისი ორგანული ნაწილია და მის გარეშე მის კლონირებულ რეალობას მიიღებთ, იმის მსგავსს, რომელიც სპორტის სასახლესთან ფოთოლ დამშვენებული დგას.ფოთოლ მიფარულ რეალობაში არსებული სიმშვიდე, ეს არის დღევანდელი თუ წარსული სულისკვეთებით არსებული სიმშვიდის სიმბოლო. არ გაგონების, რეალობისთვის თვალის არ გასწორების.და აი ის ქურდი, რომელიც შემოიჭრა სპექტაკლის დროს და მალულად როგორც ქურდმა გადაიღო და თქვენი მზერა იქ მიიტანა რაზეც ზუსტად იცოდა რა რეაქციაც მოყვებოდა, პირველ რიგში თქვენ არ გცემთ პატივს, გეუბნებათ რომ - მე გაჩვენებ რა არის დავითის სკულპტურა - სხვაგან ნურც გაიხედავო და გაჩვენებთ იმას რაც თვითონ უნდა. ამის უფლებას თქვენ აძლევთ , მეტი არავინ. და ეს სამწუხაროა. თქვენ მსხვერპლი ხართ, როგორც მიქელანჯელოს დავითი, რომლის საჩვენებლად მხოლოდ ქურდულად მოპოვებული ნაწილი გაიმეტეს თქვენთვის."