აშშ-ის საელჩო ახალ განცხადებას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს - დიპლომატიური უწყება წერს, რომ საელჩომ გააუქმა რეკომენდაცია, რომელიც საელჩოს თანამშრომლებს თბილისში არსებულ რამდენიმე ლოკაციაზე ყოფნისგან თავი შეეკავებინათ.
„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.