რას ამბობენ სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში", რომელიც ბომბის არსებობის საფრთხეზე აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ერთ-ერთი ობიექტად სახელდება
სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" აცხადებენ, რომ ბომბის საფრთხეზე აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები უკვე ჩააყენეს საქმის კურსში.
როგორც სავაჭრო ცეტნრში "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნეს, ამ დროისთვის ელოდებიან შესაბამის მითითებებს.
„ჩვენთან არანაირი ტიპის ზარი და მეილი არ განხორციელებულა. ჩვენც ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდიდან გავიგეთ და შესაბამისი უწყებები ჩავაყენეთ საქმის კურსში.
ამ ეტაპზე ველოდებით მათგან შესაბამის მითითებებს. სხვა დამატებითი ზომები არ განხორციელებულა",-აცხადებენ "გალერიში".
ინფორმაციისთვის, აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.