loader

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება

პარტია “ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კობახიძის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ წარადგინა, თავმჯდომარის პოსტზე კი ის ყრილობამ დაამტკიცა. "ქართული ოცნების" ყრილობა სასტუმრო “პარაგრაფში“ მიმდინარეობს.

ყრილობას მხარდასაჭერად, ასევე, “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარედგინება.

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.