loader

დაპირისპირება თამარ ჩერგოლეიშვილსა და ბაია პატარაიას შორის - "ქმრისთვის მაინც ეკითხა" - პოსტ-საბჭოთა შლამი ხართ, გამოქვაბულიდან ვერ გამოგიყვანთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება თამარ ჩერგოლეიშვილსა და ბაია პატარაიას შორის - "ქმრისთვის მაინც ეკითხა" - პოსტ-საბჭოთა შლამი ხართ, გამოქვაბულიდან ვერ გამოგიყვანთ"

თამარ ჩერგოლეიშვილი ბაია პატარაიას, მიერ გუშინ, მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება"

"ქმრისთვის მაინც ეკითხა"

ფემინისტად დასაქმებული ქალბატონი პატარაიას შეგონება ჩემდამი.

ანუ მე უნდა მეკითხა ქმრისთვის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონის შესახებ.

ბაია პატარაია - თანასწორობის, თავისუფლების, იუდეო ქრისტიანული/ლიბერალური/დასავლურ/ქართული ღირებულებების სიახლოვეს რომ არ ჩაგივლიათ ქალბატონო და პოსტ-საბჭოთა შლამი ხართ, ეს ძალიან დიდი ხანია ვიცი.

ამიტომ ამ საკითხს არ ვეხები.

გამოქვაბულიდან ვერ გამოგიყვანთ.

კიდევ ერთ ფაქტობრივ შეცდომას გისწორებთ:

რა კანონზეც საუბრობთ, ეგ კანონი ბარბარა სვანის, ჩემი და თავისუფლების ინსტიტუტის ერთობლივი ნამუშევარია, შე ყანავ! და ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება, როგორც მოდელი ჩემი - ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროექტის მენეჯერის, ანუ თამარ ჩერგოლეიშვილის და ჩემი უფროსის და საუკეთესო მეგობრის, მედია იურისტის და ჟურნალისტის, ბარბარა სვანის დამუშავებულია.

ანუ შენ სანამ ცოცვას ისწავლიდი, იქამდე მე ამერიკის კონსტიტუციის 1 შესწორებას ვსწავლობდი და ვფიქრობდი, საქართველოში რა გზებით შემომეტანა." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.