"სრულიად მოულოდნელად ისეთი ისტორია მოვისმინე, "live" რომ არ ჩამერთო წარმოუდგენელი იყო" - მორიგი დაუჯერებელი ისტორია ქალზე, რომლის თმით, 21 წლის წინ უთხრეს, რომ ტყუპი დაეღუპა, თუმცა ახლა შეიტყო, რომ ბავშვი გააშვილეს
უკვე წლებია რაც "ჩვილების გაყიდვის“ თემა აქტუალურობას არ კარგავს. როდესაც გგონია, რომ თითქოს თამუნა მუსერიძისა და მისი ჯგუფის "ვეძებ“ საშუალებით ყველა გაშვილებული ჩვილის ისტორია მოისმინე, ყველა იმ დედის, რომელიც სავარაუდოდ, გაყიდულ შვილს ეძებს, რეალურად ყველაფერი წინ არის.
სოციალურ ქსელში ჯგუფი "ვეძებ“ კიდევ ერთ შემზარავ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ამჯერად სამტრედიის სამშობიაროს ბნელ საიდუმლოებებს ხდის ფარდას. სამშობიარო ახლა აღარ ფუნქციონირებს.
თამუნა მუსერიძის ლაივ ჩართვაში მოქალაქე ბელა ხუნდაძემ წარმოუდგენელი ამბავი უამბო საზოგადოებას. ეს მორიგი ისტორიაა, რომელმაც მსმენელი შოკში ჩააგდო.