"ბედი ხომ არაფერში არ მაქვს, ხალხი რა ბრძოლას გადის და როგორი საგმირო პერიოდი უდგას საქართველოს, მე კიდევ წილოსანმა მიჩივლა და 10 ათას ლარს მთხოვს" - ლევან ღამბაშიძე
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა უჩივლა.
როგორც ფილოსოფოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, წილოსანი მისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. საქმე ეხება ლევან ღამბაშიძის მიერ 12 თებერვალს გამოქვეყნებულ ფეისბუქ-პოსტს.
"ბედი ხომ არაფერში არ მაქვს. ხალხი რა ბრძოლას და განსაცდელს გადის და როგორი საგმირო პერიოდი უდგას საქართველოს, მე კიდევ წილოსანმა მიჩივლა და ათიათას ლარს მთხოვს და კიდე უნდა ვთქვა, რომ მის ოჯახს არ მოუპარავს 65 მილიონი, რასაც "ქოცების" პროკურატურა ამტკიცებდა ათ წელზე მეტ ხანს.
არა და ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონთმშენებლისაგან.
თქვენც ხომ არ გსმენიათ, რომ მის ოჯახს 65 მილიონი ჰქონოდეს მოპარული ვაგონთმშენებლისაგან? თუ რამე იცით, იმის შესახებ, რომ წილოსანის ოჯახს ვაგონთმშენებელი ქარხნის საშუალებით 65 მილიონი აქვს მოპარული, კომენტარებში ჩამიყარეთ, იქნებ გამომადგეს სასამართლოში.
ჯერ რაღაცა უნდა ჩავიბარო და მეტი დეტალი მერე მეცოდინება" - წერს ღამბაშიძე.