"მივმართავ "ქართული ოცნების" მიერ მართულ სასამართლოს, პროკურატურასა და პოლიციას..." - ნიკა გვარამია
დავიწყებ მიმართვას „ქართული ოცნების“ მიერ მართული სასამართლოსადმი, პროკურატურისა და პოლიციისადმი: მეგობრებო, შეჩერდით! ჯერ კიდევ გაქვთ დრო გადარჩენისთვის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი შვილები იყვნენ მიღებული ცივილიზებულ სამყაროში,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი „MEGOBARI აქტით“, საქართველო შეფასებულია როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს მიაქვს, მაგრამ, ქართველი ხალხი შეფასებულია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი.