"გუშინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, რომ 26 მაისი ჩავიბაროთ" - სალომე ზურაბიშვილი
"გუშინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, გადავწყვიტეთ ერთად, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად - პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, სხვადასხვა საზოგადოებრივი სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება ეს თუ კულტურა, ყველა ერთად - ყველა საქართველოს მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს, რადგან 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას. ამისთვის ყველანი ერთად, ჯერ 9 მაისს, შემდეგ კი 26 მაისს" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.