რას ამბობენ საბავშვო ბაღში, სადაც გუშინ 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა და რას ამბობს ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი? - "ვიზუალური დათვალიერებით, ტრავმა არ აღენიშნება"
ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
ვიდეო: "TV პირველი"