loader

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - "დარჩა კიდევ ორი საფეხური" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - "დარჩა კიდევ ორი საფეხური"

ნიკა გვარამია "MEGOBARI აქტის" მიღებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, დარჩენილია კიდევ ორი საფეხური:კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერა.

"MEGOBARI აქტი უზარმაზარი ორპარტიული მხარდაჭერით მიღებულია. დარჩა კიდევ 2 საფეხური ( კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერა), რაც, როგორც წესი, სწრაფად მოსდევს პირველ და მთავარ კენჭისყრას.

MEGOBARI აქტი აშშ პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება:

2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებულ ყველა პირს;

მოქმედ მაღალჩინოსნებს;

მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ;

მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა" - წერს ნიკა გვარამია.