"ჩემზე ჭორების აგორება თუ აბედნიერებთ, კი ბატონო… ჩემი მეუღლეობა ვისთვის სირთულეა, ვისთვის არა, გააჩნია" - რუსკა მაყაშვილი
მსახიობმა, რუსკა მაყაშვილმა "ფორტუნა პლუსის" გადაცემა "ვიზიტორში" რთულ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც მისი ოჯახის ბულინგს უკავშირდება. მას გადაცემის წამყვანმა პირად ცხოვრებაზეც ჰკითხა, რომელზეც საუბარი არ ისურვა.
- როდესაც დედას, თამარ მაყაშვილს ჰქონდა რთული პერიოდი და პირდაპირ ეთერში იხუმრა, მერე კი მის მიმართ ბულინგი წამოვიდა, შვილები როგორ აღიქვამდით ამას?
- გული ეტკინა კი არა, დედაჩემი კინაღამ მოკვდა იმ პერიოდში… ყველაფერიდალაგდა მერე, მაგრამ ქალმა უბრალოდ იხუმრა. ამ ქვეყანაში ხუმრობაც აღარშეიძლება. ეს აგორებული თემა იყო. თამრიკო კინაღამ მოგვიკვდა დაგავაცოცხლეთ. ერთ წამში ვთელავთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ გვერდშიდგომაც ვიცით, გათელვაში ბადალი არ გვაქვს. ჩემზე ჭორების აგორებაც… ეს თუაბედნიერებთ, კი ბატონო…
- როგორ ფიქრობ, ისე რთულია რუსკა მაყაშვილის მეუღლეობა?
- გონზე არ ვარ. ამაზე არ გვისაუბრია. ეს ტაბუდადებული თემაა. არ ვლაპარაკობ პირად ცხოვრებაზე. ვისთვის სირთულეა, ვისთვის – არა, გააჩნია ადამიანს…