loader

რა დეტალები ხდება ცნობილი 2 წლის ბავშვზე, რომელიც ახალციხეში, კერძო ბაგა-ბაღში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დეტალები ხდება ცნობილი 2 წლის ბავშვზე, რომელიც ახალციხეში, კერძო ბაგა-ბაღში გარდაიცვალა

ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი, დაჩი გარდაიცვალა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.