loader

აქციის მონაწილეების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ურმის მიტანას ხმაური მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ურმის მიტანას ხმაური მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აქცია სლოგანით „სამართალი მაინც მოვა - თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ მიმდინარეობს, ხმაური იყო.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლები დაასრულეს, მათ სასამართლოს ეზოში, პატარა ზომის ურმის შეტანა სცადეს.

მათი თქმით, ურმის კონსტრუქცია სიმბოლურია, რადგან „სამართალი ურმით დადის“, თუმცა მისი სასამართლოს ეზოში შეტანის საშუალება მანდატურის სამსახურმა და სამართალდამცავებმა არ მისცეს, რის შემდეგაც, სასამართლოს შესასვლელში დამონტაჟებული რკინის ჭიშკარი ჩაკეტეს.

აქცია ამ დრომდე გრძელდება. მომიტინგეები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.