loader

"გეტყვით, რაც დავინახე" - რა დაინახეს თვითმხილველებმა სადგურის მოედანზე, მკვლელობის დროს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გეტყვით, რაც დავინახე" - რა დაინახეს თვითმხილველებმა სადგურის მოედანზე, მკვლელობის დროს?

სადგურის მოედანზე, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს უცნობი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ასევე, დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე თვითმხილველი.

თავად მამაკაცის ცხედარი ცოტა ხნის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.